Saturday, January 25, 2014

პროექტის პრეზენტაცია

2013წლის 12 დეკემბერს საკონფერენციო დარბაზში ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე "მითები და რეალობა აივ/შიდსის შესახებ". პრეზენტაციას ესწრებოდნენ X-ბ კლასის მოსწავლეები,მშობლები და კოლეგები. თითქოს ვშიშობდი რამდენად მოვახდენდი მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების დაინტერესებას ზემოთ აღნიშნული თემით.მაგრამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინეს,როგორც მოსწავლეებმა ისე მშობლებმა,რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია.ასევე მხარდამჭერი გარემო ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან. უფრო მეტი მონდომებით შევუდგები პროექტის შემდგომ ეტაპებს.X-ბ კლასის მოსწავლეები მსგავს პროექტზე პირველად იწყებენ მუშაობას, თითქოს ისინი დაბნეულები იყვნენ,მაგრამ მშობლების თანადგომამ გამოიწვია მოსწავლეების გამხნევება.მახარებს რომ შედგა ურთიერთთანამშრომლობა ჩემსა და მშობლებს შორის,რაც რათქმაუნდა ხელს შეუწყობს პროექტის მუშაობას.აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ბავშვებს,მშობლებს და კოლეგებს.იმედი მაქვს შემდგომ ეტაპებსაც წარმატებით გავართმევთ თავს.......

No comments:

Post a Comment