პროექტი აივ-ვირუსი
Saturday, January 25, 2014
პროექტის პრეზენტაცია
2013წლის 12 დეკემბერს საკონფერენციო დარბაზში ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე "მითები და რეალობა აივ/შიდსის შესახებ". პრეზენტაციას ესწრებოდნენ X-ბ კლასის მოსწავლეები,მშობლები და კოლეგები. თითქოს ვშიშობდი რამდენად მოვახდენდი მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების დაინტერესებას ზემოთ აღნიშნული თემით.მაგრამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინეს,როგორც მოსწავლეებმა ისე მშობლებმა,რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია.ასევე მხარდამჭერი გარემო ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან. უფრო მეტი მონდომებით შევუდგები პროექტის შემდგომ ეტაპებს.X-ბ კლასის მოსწავლეები მსგავს პროექტზე პირველად იწყებენ მუშაობას, თითქოს ისინი დაბნეულები იყვნენ,მაგრამ მშობლების თანადგომამ გამოიწვია მოსწავლეების გამხნევება.მახარებს რომ შედგა ურთიერთთანამშრომლობა ჩემსა და მშობლებს შორის,რაც რათქმაუნდა ხელს შეუწყობს პროექტის მუშაობას.აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ბავშვებს,მშობლებს და კოლეგებს.იმედი მაქვს შემდგომ ეტაპებსაც წარმატებით გავართმევთ თავს.......
Sunday, December 1, 2013
დღე მეცხრე
- მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების დამუშავება-დახარისხება
- მოვაწესრიგეთ პორტფოლიო
- ბლოგზე ავტვირთეთ მასალა
- სრულყოფილი სახე მივეცით ყველა იმ დავალებას რაც გვეძლეოდა ტრენინგის პერიოდში
დღე მერვე
- ვიმუშავეთ პორტფოლიოზე(დავიწყეთ მისი მოწესრიგება)
- ვისწავლეთ საჭირო ინფორმაციის მოძიება-გადმოწერა
- ვისწავლეთ ატვირთული ინფორმაციის შესწორება(კორექტირება)
- შევასრულეთ მოსწავლის ნამუშევარი
Thursday, November 21, 2013
დღე მეშვიდე
- გავარჩიეთ შესრულებული დავალებები
- ვიმუშავეთ კვლავ პრეზენტაციაზე(დასასრულებელი ან შესასწორებელი რაც გვქონდა იმ საკითხებზე)
- ასევე შეფასების სქემებიც სრულყოფილ ფორმაში მოვიყვანეთ
- ვიმუშავეთ სასურველი ვებსაიტების მოძიებაზე
- გავეცანით საავტორო უფლებებს
Saturday, November 9, 2013
დღე მეექვსე
- მოვისმინეთ პრეზენტაციები
- ვიმსჯელეთ შესრულებულ პრეზენტაციებზე
- განვიხილეთ ის საკითხები რაც დაგვიგროვდა მასწავლებლებს კითხვების სახით (რაც ბუნდოვანი იყო ჩვენთვის)
- დაგვევალა საშინაო დავალება (შაბლონის შევსება,რუბრიკების სრულად შესრულება)
დღე მეხუთე
- განვიხილეთ შესრულებული დავალება
- გავეცანით სახელმძღვანელოს რესურსებში პრეზენტაციებს
- დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა(სლაიდების გაკეთება)
- დაგვევალა საშინაო დავალება (პრეზენტაციის გაკეთება)
დღე მეოთხე
- განვიხილეთ შესრულებული დავალებები
- ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე
- მოვახდინეთ ბლოგზე რეფლექსია
- დაგვევალა საშინაო დავალება (შეფასების დროის ჩარჩოს დასრულება, შეფასების რუბრიკების შექმნა)
Subscribe to:
Posts (Atom)