ზოგადი
1. რომელი მიკროორგანიზმები იცით, რომელიც იწვევს ადამიანის დაავადებებს?(პათოლოგიური დაავადებები)
2. რომელი დაავადებები იცით ვირუსით გამოწვეული?
3. რატომ გვჭირდება დაავადებების შესახებ მეტის გაგება (ცოდნა)?
თემატური
1. რა ვიცით აივ-ვირუსის შესახაბ?
2. რა გზებით გადადის შიდსი?
შინაარსობრივი
1. რა დამოკიდებულებაა აივ-ინფექციით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებაში?
2. რა გზები არსებობს დაავადების თავიდან აცილების?
Wednesday, October 30, 2013
დღე მესამე
- განვიხილეთ შესრულებული დავალება
- ავირჩიე პროექტი "აივ-ვირუსი", რომელიც რამდენიმე საგანში გადის ესგ-თი გათვალისწინებულ შედეგზე
- მოვნიშნეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომლებსაც პროექტის განხორციელების დროს გამოიმუშავებენ მოსწავლეები
- ვიმუშავეთ ესგ-ის იმ სტანდარტზე, რომლის შედეგზეც გადის ჩვენი პროექტი
- ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე
- მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე
- დაგვევალა საშინაო დავალება (მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა,სტანდარტის შესაბამისი შედეგების მოძიება სათანადო საგნებიდან,შაბლონის შევსება)
დღე მეორე
- მოვისმინეთ შესრულებული დავალებები (საპროექტე იდეების განხილვა)
- განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
- გავეცანით პროექტის აგების შაბლონს.
- გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოს ნიმუშებს.
- გავეცანით ბუკლეტის შექმნის წესებს
- დაგვევალა საშინაო დავალება (შაბლონის შევსება და ბუკლეტის შექმნა)
Saturday, October 26, 2013
დღე პირველი
- პირველ დღეს გავიცანი ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელი და ასევე ის კოლეგები, რომლებიც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ ტრენინგს.
- გავეცანით intel-ის ძირითადი კურსის მიზნებს, ამოცანებს და პროექტზე ორიენტირებულ სწავლებას.
- გავეცანით სასწავლო სახელმძღვანელოს.
- შევქმენით პორტფოლიოში საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალის შესანახად.
- ვიმსჯელეთ როგორ უნდა შეირჩეს საპროექტო იდეა.
- ვიმსჯელეთ 21-საუკუნის უნარ-ჩვევებზე,ასევე იმ საკითხზე თუ როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამ უნარ-ჩვევების განვითარებას პროექტით სწავლებამ.
- გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს.
- დაგვევალა საშინაო დავალება (საპროექტო თემის შერჩევა).
Subscribe to:
Posts (Atom)